Thumbnail

მამაკაცი, რომელიც Glastonbury-ზე ნარკოტიკების გასაყიდად დახლს დგამდა, დააკავეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

24 წლის ბრიტანელი მამაკაცი, შოუნ დევისი გისოსებს მიღმა მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ცნობილ ფესტივალ Glastonbury-ზე სხვადასხვა ნარკოტიკის რეალიზაციისთვის დახლის შეტანა გადაწყვიტა. სამართალდამცველებმა შონს ჩხრეკის შედეგად 18 გრამი კოკაინი, 7 პაკეტი MDMA, 30 აბი LSD, 0.19 გრამი DMT და დიდი ოდენობით მარიხუანა უპოვნეს. მას თან ელექტროსასწორი, პატარა პაკეტები და ორი მობილური ტელეფონიც აღმოაჩნდა.

"ლივერპულიდან ჩამოვიდა ნარკოტიკის გასაყიდად. პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც საფესტივალო ტერიტორიაზე შესვლას გეგმავდა. მას ნარკოტიკების გასაყიდად დახლი ეჭირა", - განაცხადა პროკურორმა, რიჩარდ პოსნერმა.

ახალგაზრდა მამაკაცმა დანაშაული აღიარა. მისი ადვოკატის, მარკ ლაინჰენის მტკიცებით კი, შოუნს 5,000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით ნარკომოვაჭრეების ვალი ჰქონდა და ისინი მუქარით აიძულებდნენ, სხვადასხვა ნივთიერება გაეყიდა. სასამართლომ ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული