Thumbnail

ბრაზილიელმა მომღერალმა და დრეგ ქუინმა, პაბლო ვიტარმა, ბრიტანელ პოპვარსკვლავ Charli XCX-თან თანამშრომლობით, თავისი პირველი ინგლისურენოვანი კომპოზიცია Flash Pose გაავრცელა. ტრეკი ვიტარის მომავალ ალბომში "111" იქნება წარმოდგენილი, რომლის გავრცელებაც 1 ნოემბერს იგეგმება.    

► ნახეთ: Charli XCX და Christine and the Queens ახალ კლიპს Gone ავრცელებენ

► ნახეთ: Charli XCX-მა კომპოზიციაზე Blame It On Your Love ვიდეოკლიპი გადაიღო

აღსანიშნავია, რომ არტისტებმა 2017 წელს Charli XCX-ის მიქსტეიპში Pop 2 შესულ სიმღერაზე I Got It ითანამშრომლეს. 

პაბლო ვიტარმა პოპულარობა ბრაზილიურ სატელევიზიო მუსიკალურ შოუში Altas Horas მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. არტისტმა 2017 წელს სადებიუტო ალბომი Vai Passar Mal გამოუშვა. ამავე წელს გამოსულმა კომპოზიციამ K.O. იუთუბზე 320 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2018 წელს სიმღერისთვის Sua Cara პაბლომ ლათინური გრემის ნომინაცია დაიმსახურა. შემსრულებელს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Fergie, Iggy Azalea, Charli XCX და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული