Thumbnail

ფოტოგალერეა: Zayn Malik ლოს ანჯელესში მდებარე სახლს $3,1 მილიონად ყიდის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელმუსიკოსი, ზეინ მალიკლოს ანჯელესში, ბელ-ეარზე მდებარე სახლს 3,1 მილიონ აშშ დოლარად ყიდის. 213 კვ.მ. ფართობის რანჩოს ტიპის შენობაში ორი საძინებელი და ამდენივე სველი წერტილია. ტერასა კი გამწვანებულ ეზოს უერთდება, სადაც ჯაკუზია განთავსებული.

► მოუსმინეთ: Zayn Malik - Too Much

მალიკმა სახლი 2015 წელს შეიძინა, სამი წლის შემდეგ კი მისი გაყიდვა $3,495,000-ად გადაწყვიტა, თუმცა, ვერ მოახერხა. რამდენიმე დღის წინ არტისტმა აპარტამენტს ფასი დააკლო.

ზეინ ჯავად მალიკი სცენაზე 2010 წელს ბრიტანულ "იქს ფაქტორში" გამოჩნდა, შემდეგ კი კარიერა პოპულარულ ინგლისურ ბოიბენდში One Direction გააგრძელა. 2015 წელს მუსიკოსმა ჯგუფი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. 2016-ში ის პირველი ბრიტანელი მამაკაცი არტისტი გახდა, რომლის სადებიუტო სინგლმაც Pillowtalk როგორც ბრიტანულ, ასევე ამერიკულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული