Thumbnail

რეპერმა მიშკა მგალობლიშვილმა, ფსევდონიმით Young Mic და ახალგაზრდა მომღერალმა, რეზი ქარცივაძემ ცნობილი ქართული ჯგუფის "სახე" ჰიტის "დიდხანს გელოდი" რემიქსი "ახლა შენი დროა" გაავრცელეს. ჩანაწერის ინსტრუმენტალზე ლევან ჩიჩუამ, იგივე TL-მა იმუშავა. ვიდეორგოლში კი, თავად მუსიკოსების გარდა, მოცეკვავე ანი ჯავახი, იანგ მაიქის კოლეგა, სერჰიო და სხვები მონაწილეობენ.

► ნახეთ: Young Mic - სადმე შორს ft. Kavkaz Saba 

► მოუსმინეთ: Young Mic - ვეშლები Ft. Gig L 

► მოუსმინეთ: ჰიპ ჰოპ არტისტმა Niko-მ რეპერი Young Mic გადისა 

მიშკა მგალობლიშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" უკავშირდება. რეპერის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია "ხლაპუშკა", "გამზარდე" და "თსლ შავი ზედა". არტისტი ქართულ კომპოზიციებს ფსევდონიმით Young Mic ავრცელებს, ინგლისურენოვანს კი სასცენო სახელით Pash Lyfe.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული