Thumbnail

მოუსმინეთ: The 1975-მა 16 წლის აქტივისტთან ერთად კომპოზიცია ჩაწერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა The 1975 ბენდისვე სახელწოდების მქონე ახალი კომპოზიცია გაავრცელა. ნამუშევარში 16 წლის შვედი აქტივისტი, გრეტა თანბერგი მონაწილეობს, რომელიც ტრეკში კლიმატურ ცვლილებებზე საუბრობს. ჩანაწერი კოლექტივის რიგით მეოთხე ალბომში Notes on a Conditional Form იქნება წარმოდგენილი.

► ნახეთ: The 1975-მა კომპოზიცია I Like America & America Likes Me შეასრულა

► ნახეთ: The 1975-მა სიმღერაზე It's Not Living (If It's Not With You) კლიპი გადაიღო

გრეტა თანბერგი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც შარშან, აგვისტოში სკოლა გააცდინა და შვედეთის პარლამენტთან კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა.

The 1975 მანჩესტერში 2002 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Girls, Robbers და The Sound. ბენდის მუსიკალური მიმართულება ინდი როკს, პოპ როკსა და ელექტროპოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული