Thumbnail

24 ივლისი მაიამი ბიჩზე ჯენიფერ ლოპესის დღედ გამოაცხადეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ჯენიფერ ლოპესი 24 ივლისს 50 წლის გახდა. მომღერლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნეს ფლორიდაში, მაიამი ბიჩზე და თარიღს "ჯენიფერ ლოპესის დღე" ოფიციალურად უწოდეს. ქალაქის მერმა, დენ გელბერმა ჯეილოს სიმბოლურად ქალაქის გასაღებიც გადასცა.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი, Cardi B და Lizzo ფილმის Hustlers თრეილერში

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა თავის 11 წლის შვილთან ერთად სიმღერა Limitless შეასრულა

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა სიმღერის Medicine რემიქსზე კლიპი გადაიღო

ბრონქსელი ჯენიფერი მაიამი ბიჩს მეორე სახლად მოიხსენიებს. მას აქ არაერთი მუსიკალური ვიდეორგოლიც აქვს გადაღებული.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული