Thumbnail

ამერიკელმა პროდიუსერმა ჯოშუა პოლ დევისმა, ფსევდონიმით DJ Shadow, ორწლიანი პაუზის შემდეგ კომპოზიცია Rocket Fuel გაავრცელა. ჩანაწერში ჰიპ ჰოპ ტრიო De La Soul მონაწილეობს. ტრეკი შედოუს ახალ ალბომში შევა, რომლის დეტალებიც ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

ჯოშუა პოლ დევისმა, ფსევდონიმით DJ Shadow, შემოქმედებითი კარიერა 1989 წელს დაიწყო. 1996 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Endtroducing..... გაავრცელა. პროდიუსერს ამ დრომდე ხუთი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული