ამერიკელმა მომღერალმა, ბეტი დევისმა, 40-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ახალი კომპოზიცია A Little Bit Hot Tonight გაავრცელა. 73 წლის არტისტის მიერ დაწერილ და არანჟირებულ სიმღერას ეთნომუსიკოსი, დენიელ მეჯიო ასრულებს.
ფანკ და სოულ მუსიკოსმა შემოქმედებითი კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ მის სამ სტუდიურ ალბომს წარმატება არ მოჰყოლია, რამდენიმე სინგლი ბილბორდის ჩარტში მაინც მოხვდა. მაილს დევისის ყოფილმა ცოლმა მოღვაწეობა 1979 წელს შეწყვიტა. 2009 წელს მის მიერ 1976 წელს ჩაწერილი რიგით მეოთხე სტუდიური ნამუშევარი Is It Love or Desire? გამოიცა. 2017 წელს ბეტის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Betty: They Say I'm Different გამოვიდა.
კომენტარები