Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Sector 26: DJ Maseo (De la Soul)

30 ივლისი (სამშაბათი)

30 ივლისს ბათუმში, კლუბი Sector 26 ლეგენდარული ამერიკული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, De La Soul-ის წევრს, DJ Maseo-ს უმასპინძლებს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტები Deka & MC Cutkill და Jeronimo წარდგებიან.

4. Cafe Gallery: 303 Hz Night

31 ივლისი (ოთხშაბათი)

ოთხშაბათს კაფე "გალერეა" ქართველ არტისტებს უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე Ash Scholem, Hamatsuki, Skyra, HatsvaliKote Japaridze და სხვები წარდგებიან. ღონისძიება 303 Hz-ის ორგანიზებით ჩატარდება. 

3. ჯგუფ "არას" კონცერტი ბათუმში 

1 აგვისტო (ხუთშაბათი)

ხუთშაბათს ბათუმში, კლუბში Sector 26 კონცერტს პოპულარული ქართული ჯგუფი "არა" გამართავს. პროექტი 2012 წელს ზურა ჯავახიამ ჩამოაყალიბა. კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა "როკსტარი", "გამოცდები", "კი" და "მსხალი" მოუტანა. 

2. Horoom: Ndrx | Newa

2 აგვისტო (პარასკევი)

პარასკევს "ჰორუმის" ოთახში რეზიდენტების ღამეა. მსმენელთა წინაშე ახალგაზრდა ქართველი არტისტები Newa და Ndrx წარდგებიან. 

1. Decoder: Kollektiv Turmstrasse | Cosmic Love Rotation | Tade

2 აგვისტო (პარასკევი)

პარასკევს კაფე "ცისკარი" საფესტივალო სერია Decoder-ის მორიგ ივენთს უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე გერმანული დუეტი Kollektiv Turmstrasse წარდგება. მათთან ერთად ქართველი არტისტები Cosmic Love Rotation და Tade დაუკრავენ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული