Thumbnail

MTV VMA-ს დაჯილდოებაზე K-pop-ის ნომინაციის დამატებას მსმენელთა უკმაყოფილება მოჰყვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მუსიკალური დაჯილდოება MTV Video Music Award წლევანდელ ცერემონიას სიახლით ხვდება - ღონისძიებაზე კატეგორიაში Best K-pop გამარჯვებულიც გამოვლინდება. ამ გადაწყვეტილებას პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის თაყვანისმცემლების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი MTV-ს რასიზმსა და ქსენოფობიაში ადანაშაულებენ.

► BTS-ს საუდის არაბეთში დაგეგმილი კონცერტის გაუქმებისკენ მოუწოდებენ

► BTS მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბოიბენდია

ახალი კატეგორია იმისთვის დაამატეთ, რომ აზიელი არტისტები დასავლელი მუსიკოსებისგან გაგემიჯნათ და მათ მთავარი ჯილდოების მოპოვებაში არ შეცილებოდნენ. ამით დაამტკიცეთ, რომ ქსენოფობია სისხლში გაქვთ“.

ჯანდაბაშიც წასულხართ თქვენი რასისტული დაჯილდოებით“.   

“იცით, რა მაღიზიანებს კეიპოპის კატეგორიის დამატებაზე მეტად? BTS არა მთავარ ნომინაციებში, არამედ საუკეთესო კოლაბორაციული ნამუშევრის კატეგორიაში დასახელდა“.

“BTS-ის გამოტოვება პრესტიჟული კატეგორიებიდან არასწორია. საუკეთესო პოპ სიმღერის, ვიდეორგოლისა და წლის არტისტის ნომინაციებიც უნდა მიეღოთ", - წერენ ტვიტერზე ჯგუფის თაყვანისმცემლები ჰეშთეგებით: #VMAsRacist, #VMAsXenophobic და #VMAsAreOverParty.

კეიპოპის კატეგორიის ნომინანტები არიან:

BTS ft. Halsey – Boy With Luv
BLACKPINK – Kill This Love
Monsta X ft. French Montana – Who Do You Love
TOMORROW X TOGETHER – Cat & Dog
NCT 127 – Regular
EXO – Tempo

"ბითიესი" ასევე დასახელებულია ნომინაციებში: საუკეთესო კოლაბორაციული ჩანაწერი, საუკეთესო ქორეოგრაფია და კლიპის საუკეთესო რეჟისურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული