Thumbnail

ვეტერანმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კელვინ ბროდუსმა, ფსევდონიმით Snoop Dogg, ახალი კომპოზიცია Madden 20 გაავრცელა. დასავლეთ სანაპიროსთვის დამახასიათებელი ჟღერადობის ინსტრუმენტალი არაერთი ჰიტის ავტორ მუსიკოსს, Rick Rock-ს ეკუთვნის. ტრეკი სნუპის მომავალ ალბომში I Wanna Thank Me იქნება წარმოდგენილი.

► ნახეთ: Snoop Dogg - I Wanna Thank Me 

► Snoop Dogg: ფეხბურთელ ქალებსა და კაცებს თანაბარი ანაზღაურება გადაუხადეთ 

► Snoop Dogg ახალ კომპოზიციებს Cardi B-სთან და ბილი აილიშთან ერთად ჩაწერს

ვეტერანმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული