Thumbnail

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, ქორდაი დანსთონმა, ფსევდონიმით YBN Cordae, ახალი კომპოზიცია RNP გაავრცელა. ტრეკში გრემის მფლობელი კალიფორნიელი მუსიკოსი Anderson .Paak მონაწილეობს. ჩანაწერის პროდიუსერი კი გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტი J. Cole გახლავთ. ნამუშევარი ვაიბიენის სადებიუტო ალბომის The Lost Boy ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: YBN Cordae - Bad Idea Ft. Chance The Rapper

► ნახეთ: YBN Cordae ვიდეორგოლს Have Mercy ავრცელებს

ქორდაიმ მოღვაწეობა ფსევდონიმით Entendre დაიწყო და 2014-17 წლებში სამი მიქსტეიპი გაავრცელა. მან სახელი 2018 წელს ლეგენდარული კოლეგის, ემინემის ცნობილი კომპოზიციის My Name Is და ჯერმეინ ქოულის 2018 წლის ჩანაწერის “1985” რემიქსებით გაითქვა. ახალგაზრდა მუსიკოსის განცხადებით, მის შემოქმედებაზე გავლენა ისეთმა არტისტებმა იქონიეს, როგორებიც არიან: J. Cole, Nas, Jay-Z, Kid Cudi, Kanye West, Eminem, Big L, Travis Scott და Kendrick Lamar. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული