Thumbnail

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა ახალი კომპოზიცია The Archer და მასზე შექმნილი ტექსტური ვიდეო გაავრცელა. სინგლი მის რიგით მეშვიდე ალბომში Lover იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 23 აგვისტოს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Taylor Swift - You Need to Calm Down

► Taylor Swift: კაცი რომ ვიყო, შვილის გაჩენაზე კითხვას მუდმივად არ დამისვამდნენ

ტეილორ სვიფტმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში მომღერალმა გრემის ჯილდო მიიღო და ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსიც მოიპოვა. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული