Thumbnail

Bohemian Rhapsody ყველაზე ძველი ვიდეოა, რომელსაც იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის საკულტო ჰიტის Bohemian Rhapsody ვიდეორგოლმა იუთუბზე ნახვების რაოდენობით 1 მილიარდს გადააჭარბა. შედეგად, 1975 წელს გადაღებული კლიპი ყველაზე ძველი ვიდეო გახდა, რომელმაც პლატფორმაზე ამ რაოდენობის ნახვა დააგროვა.

► სიმღერის ისტორია: Bohemian Rhapsody

► ნახეთ: ფრედი მერკურის მიერ სიმღერის Time Waits for No One აქამდე უცნობი შესრულება

► ბრაიან მეი: ადამ ლამბერტს ფრედიზე მეტის გაკეთება შეუძლია

ნამუშევარი, რომელიც რეჟისორმა, ბრიუს გოუერსმა ოთხ საათში გადაიღო, 4,500 გირვანქა სტერლინგი დაჯდა. აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეორგოლის გარდა, მე-20 საუკუნეში გამოსულ კლიპებს შორის მილიარდს 1992 წელს გადაღებულმა Guns N' Roses-ის November Rain-მა გადააჭარბა.

► Guns N' Roses-ის ჰიტმა November Rain იუთუბზე რეკორდი დაამყარა

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული