Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Oh Sees ახალი კომპოზიცია Heartworm და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი ბენდის მომავალ ალბომში Face Stabber იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 16 აგვისტოს ჩაეშვება.

Oh Sees სან ფრანცისკოში 1997 წელს შეიქმნა. 2003 წელს კოლექტივმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი "1" გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე 21 ალბომი აქვთ გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდმა ბოლო 20 წელიწადში სახელი ექვსჯერ შეიცვალა. არტისტების შემოქმედება გარაჟ როკსა და ფსიქოდელიურ როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული