Thumbnail

მამაკაცი, რომელმაც შვედეთში ASAP Rocky-სთან იჩხუბა, გაათავისუფლეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

შვედეთის პროკურატურამ ნიუ იორკელ ჰიპ ჰოპ არტისტ ASAP Rocky-ზე, მის მეგობრებსა და დაცვის წევრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ ახალგაზრდა მამაკაცს ყველა ბრალდება მოუხსნა და საპატიმროდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Page Six-მა გაავრცელა.

► ASAP Rocky შესაძლოა, 6 წლით დააპატიმრონ

► ლიამ გალაჰერს ეგონა, რომ ASAP Rocky-ს WhatsApp Ricky ერქვა

მანამ სამართალდამცველები საქმეს იძიებენ, ეისეფ როქი პატიმრობაში რჩება. ჰარლემელ არტისტს ვერც მისი ცნობილი კოლეგის, ქანიე ვესთის თეთრ სახლში სტუმრობამ და დონალდ ტრამპისა და შვედეთის პრემიერმინისტრის სატელეფონო საუბარმა უშველა. პოლიციამ საქმის დეტალების გასაცნობად ვადა 25 ივლისამდე ითხოვა.

► დონალდ ტრამპი: მზად ვარ, ASAP Rocky-ს თავდებში ჩავუდგე

► ქანიე ვესთმა და კიმ კარდაშიანმა ASAP Rocky-ს გასათავისუფლებლად თეთრ სახლში დარეკეს

ახალი თაობის ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი, ეისეფ როქი 3 ივლისს დააკავეს. რეპერი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმს ფესტივალში Smash X Stadion მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა. ქუჩაში სასეირნოდ გამოსულ როქისა და მის მეგობრებს ორი ახალგაზრდა მამაკაცი აედევნა, რომლებიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. არტისტის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები მას რამდენი კვარტლის მანძილზე აწუხებდნენ და ყურსასმენების დაბრუნებას მოითხოვდნენ, რომლებიც, მათი მტკიცებით, როქის დაცვის წევრმა დაუმტვრია. სამართალდამცველები შემსრულებელს თავდასხმასა და ცემაში სდებენ ბრალს. ეისეფს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული