Thumbnail

ნახეთ: Common-მა ფრისტაილი წაიკითხა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი რეპერი, ლონი რაშიდ ლინი, ფსევდონიმით Common, მომავალი ალბომის Let Love პრომოუშენის მიზნით, ლონდონში დიჯეისა და რადიოწამყვანის, თიმ ვესთვუდის გადაცემას ესტუმრა. ჩიკაგოელმა მუსიკოსმა თანამედროვე ჰიპ ჰოპის მეინსტრიმისთვის დამახასიათებელი ჟღერადობის ბენგერ ბითზე 4 წუთის განმავლობაში ფრისტაილი წაიკითხა.

► ნახეთ: Common - Hercules Ft. Swizz Beatz 

► ნახეთ: Common - HER Love Ft. Daniel Caesar & Dwele 

► ნახეთ: Common-მა ფრისტაილი წაიკითხა 

ქომონის ახალი ალბომი გაყიდვაში 30 აგვისტოს ჩაეშვება. ჩიკაგოელმა არტისტმა კომპოზიციები HER Love და Hercules მომავალი სტუდიური ჩანაწერის სინგლების სახით გაავრცელა.

ქომონმა მუსიკალური მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. არტისტი, რომელიც საკუთარ თავს უიმედო რომანტიკოსს უწოდებს, ფართო საზოგადოებამ სადებიუტო ალბომით Can I Borrow A Dollar? გაიცნო. დღეისთვის ჩიკაგოელი მუსიკოსის დისკოგრაფია 11 სტუდიურ ჩანაწერსა და 2 კომპილაციურ ნამუშევარს აერთიანებს. კომერციულად ყველაზე წარმატებული პერიოდი შემსრულებელს 2000-იან წლებში ჰქონდა, როდესაც მისი ალბომები ქანიე ვესთის მიერ დაფუძნებულ ლეიბლზე G.O.O.D. Music გამოიცა. 2003 წელს ქომონმა ერიკა ბადუსთან ერთად ჩაწერილი კომპოზიციისთვის Love Of My Life გრემის ჯილდო დაიმსახურა. 2015-ში კი მისი და ჯონ ლეჯენდის ტრეკი Glory ოსკარისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოებებზე წლის საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული