Thumbnail

კანადელმა მუსიკოსმა, ალესია კარამ ახალი სიმღერა Ready გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ სტუდიურ ჩანაწერში The Summer იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 6 სექტემბერს ჩაეშვება.

ალესიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსი წელს გრემის ოთხ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, თუმცა, მხოლოდ "საუკეთესო ახალი არტისტის" კატეგორიაში გაიმარჯვა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება სადებიუტო სინგლმა Here მოუტანა, რომელიც 2015 წელს გაყიდვების ლიდერი გახდა. კომპოზიციაზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე 147 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული