Thumbnail

ცნობილმა ამერიკულმა მეტალ ჯგუფმა Slipknot ახალი კომპოზიცია Solway Firth და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი ბენდის მომავალ ალბომში We Are Not Your Kind შევა, რომელიც გაყიდვაში 9 აგვისტოს ჩაეშვება. კლიპის ავტორი კოლექტივის პერკუსიონისტი, შონ კრეიენი გახლავთ.

► ნახეთ: ჯგუფი Slipknot ვისკის გამოუშვებს

► ნახეთ: Slipknot-მა სიმღერები Unsainted და All Out Life შეასრულა

გრემის მფლობელი მეტალ ბენდი Slipknot 1995 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი 1999 წელს გამოსცეს. ჯგუფს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ნამუშევარმა Iowa მოუტანა. კოლექტივის წევრები კონცერტებზე მუდმივად ნიღბებით გამოდიან.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული