Thumbnail

ნახეთ: ტრევის სკოტი და Nike სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ტრევის სკოტი ამერიკულ კომპანია Nike-თან თანამშრომლობას აგრძელებს. 2020 წლის გაზაფხულზე ახალი სპორტული ფეხსაცმელი Travis Scott x Nike Air Max 270 გაიყიდება, რომლის ფასიც 190 ამერიკული დოლარიდან დაიწყება.

► კაილი ჯენერმა სარეკლამო ვიდეოში ტრევის სკოტის მიერ ნამღერი Feels Like Summer გამოიყენა

► ტრევის სკოტის კომპოზიციამ Sicko Mode რეკორდი დაამყარა

ფეხსაცმელი ზრდასრულებთან ერთად ბავშვებისთვის გამოვა და ორ ფერში: ღია კრემისფერ და მუქ ყავისფერში იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დასაწყისში არტისტმა "ნაიკის" ფეხსაცმლის მოდელის, Air Jordan-ის ახალ დიზაინზეც იმუშავა. 

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული