Thumbnail

ნახეთ: Freddie Gibbs და Madlib კლიპს Giannis ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ინდიანელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ფრედი გიბსისა და ლეგენდარული კალიფორნიელი პროდიუსერის, მედლიბის დუეტმა MadGibbs კომპოზოციაზე Giannis გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში, რომელსაც სახელწოდება კალათბურთელ იანის ანტეტოკუნმპოს პატივსაცემად დაარქვეს, კიდევ ერთი მუსიკოსი Anderson .Paak მონაწილეობს. მედლიბმა ტრეკში ცნობილი ინდური სიმღერის Aasman Ke Neeche და ჯეიმს ბრაუნის ნამუშევრის Say It Loud სემპლი გამოიყენა.

► Freddie Gibbs: მე MF Doom-ზე უკეთ ვრეპავ 

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs & Madlib - Situations 

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs & Madlib - Education Ft. Yasiin Bey & Black Thought 

ჰიპ ჰოპ დუეტი MadGibbs 2011 წელს ჩამოყალიბდა. გაერთიანების დისკოგრაფია ოთხ EP-სა და ალბომებს Pinata და Bandana აერთიანებს. 2014 წლის ნამუშევარმა Pinata თავის დროზე კრიტიკოსებისა და მსმენელებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ის 2010 წლის შემდეგ გამოსულ საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. ჩანაწერი Bandana კოლექტივმა, ხუთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისში გაავრცელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული