Thumbnail

ორკვირიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ვეტერანმა ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რამაზ გუნავამ, ფსევდონიმით დასავლელი, ახალი კომპოზიცია "ქარავანი" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი თავად მუსიკოსი გახლავთ. კლიპის ოპერატორი რამაზის კოლეგა ირაკლი ქოჩიაშვილი, სასცენო სახელით თერიკაა.

► ნახეთ: დასავლელი - კითხვების გარეშე! 

► მოუსმინეთ: Terika და Dasavleli საპროტესტო აქციებს კომპოზიციით ეხმაურებიან 

კომპოზიცია "ქარავანი" დასავლელის ყველაზე ცნობილი ნამუშევრის "ტაშკენტი" გაგრძელებაა.

დასავლელმა მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ტრეკით "ტაშკენტი" გახდა. მისი ბოლოდროინდელი შემოქმედებიდან კი პოპულარობა კომპოზიციამ "ჩვენთან თბილა" მოიპოვა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული