Thumbnail

21 Savage: Metro Boomin და მე ალბომზე Savage Mode 2 ვმუშაობთ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლოს ანჯელესში პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, შაია აბრაამ-ჯოზეფის, ფსევდონიმით 21 Savage, კონცერტი გაიმართა. პერფორმანსის მიმდინარეობისას, ახალგაზრდა რეპერს სცენაზე ახლო მეგობარი, ჟანრის გამორჩეული პროდიუსერი ლელანდ ტაილერ უეინი, სასცენო სახელით Metro Boomin შეუერთდა. ატლანტელმა კოლეგებმა ჯერ მარტში მოკლულ რეპერს, Nipsey Hussle-ს მიაგეს პატივი, შემდეგ კი პოპულარული ერთობლივი ჩანაწერის Savage Mode მეორე ნაწილი დააანონსეს. 

► ნახეთ: Metro Boomin და 21 Savage ვიდეორგოლს 10 Freaky Girls ავრცელებენ 

► ნახეთ: Metro Boomin ვიდეორგოლს Space Cadet ავრცელებს 

► ნახეთ: 21 Savage ახალ ვიდეორგოლს Ball w/o You ავრცელებს

"ნიფსი, შენ ნამდვილი ჯარისკაცი იყავი... მე და მეთრო ალბომზე Savage Modze 2 ვმუშაობთ", - განაცხადა სევიჯმა.

ატლანტელი არტისტები, რომლებსაც ჰიპ ჰოპის მეინსტრიმში ადგილი მყარად უჭირავთ, კარიერის ადრეული ეტაპიდანვე თანამშრომლობენ. 2016 წელს მათ EP სახელწოდებით Savage Mode გაავრცელეს, რომელმაც შემსრულებლებს საყოველთაო აღიარება მოუტანა. არაერთი ჰიტის მქონე მუსიკოსებმა 2017 წელს ოფიციალური მიქსტეიპი Without Warning გამოაქვეყნეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული