Thumbnail

eZo Festival-ის ტერიტორიაზე ქურდობის პრევენციისთვის სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

eZo Festival-ის ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალებსა თუ კლუბებში გახშირებული ქურდობის თავიდან ასაცილებლად კომუნა "მზესუმზირა" სპეციალურ ჯგუფს ქმნის, რომელიც ეზოს ტერიტორიაზე მსგავსი ფაქტების პრევენციას შეეცდება.

► 26 ივლისს eZo Festival-ის After Party გაიმართება

"კომუნა "მზესუმზირა" აპირებს, მაქსიმალურად იზრუნოს სტუმრების უსაფრთხოებაზე. ვქმნით სპეციალურ ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტდება ჩვენი სტაფის წევრებით და რომელიც კონტროლს გაუწევს ეზოს ტერიტორიაზე მსგავსი შესაძლო ფაქტების თავიდან აცილებას. ეს, რა თქმა უნდა, სრულად ვერ გამორიცხავს რისკებს, თუმცა, გვჯერა რომ მინიმუმამდე შევამცირებთ ასეთ შემთხვევებს. გვინდა, გითხრათ, რომ დახურვის ივენთზე მობილიზებული იყო ჩვენი სტაფი და დაცვა და სწორედ ამის ხარჯზე გამოვავლინეთ რამდენიმე პიროვნება, რომელიც შემჩნეული იყო ქურდობის ფაქტზე. მათთან ახლა შესაბამისი სტრუქტურები აწარმოებენ საგამოძიებო პროცედურას", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

მეგობრებო! როგორც იცით, ბოლო დროს ფესტივალებსა თუ კლუბებში გახშირდა პირადი ნივთების დაკარგვის ფაქტები. სწორედ ასეთი...

Posted by eZo Festival on Monday, July 22, 2019

 

26 ივლისს eZo Festival-ის After Party გაიმართება. ღონისძიების სტუმრების წინაშე ქართველი არტისტები: Ako Von Unten, Dr. Emmett Brown, Frankie Beatnik, Levi Love Disco, Rati, Sevda, Tomma და Zurkin წარდგებიან. ივენთი ტრადიციულად 27 ივლისის საღამომდე გაგრძელდება. ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა კომუნა "მზესუმზირას" ვებგვერდზეა შესაძლებელი.

eZo Festival "მზესუმზირას" მიერ 2014 წელს დაარსებული მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალია, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ყოველწლიურად, ღია ცის ქვეშ იმართება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული