Thumbnail

ლიამ გალაჰერს ეგონა, რომ ASAP Rocky-ს WhatsApp Ricky ერქვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელ მუსიკოსს, ლიამ გალაჰერს ეგონა, რომ პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ASAP Rocky-ს ფსევდონიმი WhatsApp Ricky იყო. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ისთვის მიცემული ინტერვიუდან გახდა ცნობილი, რომელშიც ლიამმა თავისი შვილების საყვარელი შემსრულებლები ჩამოთვალა.

► მოუსმინეთ: Liam Gallagher-მა ახალი სიმღერა The River გაავრცელა

 ნახეთ: ლიამ გალაჰერმა კომპოზიციაზე Shockwave ვიდეოკლიპი გადაიღო

- ჩემს შვილებს გრაიმ მუსიკა უყვართ. ისინი უსმენენ Stormzy-ს, Skepta-ს, რომელსაც მეც ვაფასებ. მათ ასევე WhatsApp Ricky მოსწონთ. გეცოდინებათ - მოდური, მხიარული და ოქროსფერკბილებიანი.
- ASAP Rocky-ს გულისხმობთ?, - ჰკითხა მას ჟურნალისტმა. 
- დიახ. ნებისმიერ შემთხვევაში WhatsApp Ricky უკეთესი სახელია, - დაასრულა ლიამმა.

2009 წელს, "ოაზისის" დაშლის შემდეგ, ლიამმა ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული