Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშმა ტანსაცმლის კოლექცია შექმნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

17 წლის ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბილი აილიშმა კომპანია Freak City-სთან თანამშრომლობით ტანსაცმლისა და აქსესუარების კოლექცია გამოუშვა. გრაფიტის შთაგონებით შექმნილი სამოსი გაყიდვაში მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ჩაეშვება. პროდუქცია $45-დან $145-მდე ეღირება.  

► ნახეთ: ბილი აილიში MCM-ის ფოტოსესიაში

► ნახეთ: ბილი აილიში ავსტრალიური Vogue-ის ფოტოსესიაში

► მოუსმინეთ: Bad Guy ბილი აილიშისა და ჯასტინ ბიბერის შესრულებით

აღსანიშნავია, რომ თითოეულ შენაძენს უფასოდ მოჰყვება არტისტის სადებიუტო ალბომის When We All Fall Asleep, Where Do We Go? ციფრული ვერსია.

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული