Thumbnail

ინდონეზიელი ჰიპ ჰოპ არტისტი ბრაიან იმანუელი, ფსევდონიმით Rich Brian, მსმენელს კომპოზიციას Kids და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკი ახალგაზრდა რეპერის მომავალი ალბომის The Sailor რიგით მეორე სინგლია. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 26 ივლისს ჩაეშვება.

► ნახეთ: Rich Brian - History

"ეს ტრეკი ჩემს შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მასში მისამღერს ვერ მოისმენთ. ამ ულამაზეს მელოდიაზე მე მხოლოდ რეჩიტატივს ვკითხულობ", - დაწერა ტვიტერზე არტისტმა.

ბრაიანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს ფსევდონიმით Rich Chigga დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2016 წელს გამოშვებული ოქროს სტატუსის მფლობელი კომპოზიციით Dat $tick გახდა. არტისტმა ამავე ტრეკის ალტერნატიული ვერსია გაავრცელა, რომელშიც ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Wu-Tang Clan-ის ერთ-ერთი ლიდერი Ghostface Killah მონაწილეობს. 2018 წლის 2 თებერვალს ბრაიანმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Amen ჩაუშვა. მუსიკოსი ლოს ანჯელესში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული