Thumbnail

ნახეთ: EXO-SC ვიდეორგოლს What a life და ამავე დასახელების EP-ს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, EXO- წევრების, ჩანიოლისა და სეჰუნისგან შემდგარმა პროექტმა, EXO-SC-მ სადებიუტო სინგლზე What a life გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა.

► ნახეთ: EXO-ს წევრი Baekhyun კლიპს UN Village ავრცელებს

► მოუსმინეთ: EXO-ს Chen-მა სადებიუტო სოლო ალბომი April, and a Flower გამოუშვა

კომპოზიცია დუეტის პირველ მინი ალბომში What a life არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში დღეს ჩაეშვა. სტუდიური ჩანაწერი სულ 6 სიმღერას აერთიანებს.

სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოების თხუთმეტგზის გამარჯვებული კოლექტივი სეულში 2012 წელს ჩამოყალიბდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კეიპოპ პროექტად ითვლება. EXO-ს რიგით მეოთხე სტუდიურმა ჩანაწერმა The War 2017 წელს ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჯგუფმა სამხრეთ კორეაში, ქალაქ ფიონგჩანგში გამართული ზამთრის ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე იმღერა. ბიჭებმა ღონისძიებაზე ჰიტები Growl და Power შეასრულეს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული