Thumbnail

ნახეთ: Cardi B-მ ფეხზე თავისი ქმრის ფსევდონიმი Offset ამოისვირინგა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, ფეხზე თავისი ქმრის, ასევე რეპერის, ქარი სეფასის სასცენო სახელი Offset ამოისვირინგა. ოფსეთმა სოციალურ ქსელში სქრინშოთი გამოაქვეყნა, რომელიც ქარდისთან ვიდეოზარით საუბრისას გადაიღო.

► ნახეთ: Cardi B-სა და Offset-ს 1 წლის შვილის დაბადების დღე $400,000 დაუჯდათ 

"ერთი სული მაქვს, სახლში როდის დავბრუნდები", - დაწერა ოფსეთმა.

View this post on Instagram

CANT WAIT TO GET HOME 👅👅👅

A post shared by OFFSET (@offsetyrn) on

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ატლანტელმა ოფსეთმა ქარდის პატივსაცემად ცნობილი ანიმაციური სერიალის The Powerpuff Girls პერსონაჟი Buttercup დაიხატა და ცოლის ფსევდონიმი დაურთო. 

ოფსეთმა და ქარდი ბიმ 2017 წელს იქორწინეს. წყვილს 2018 წელს გოგონა, ქალჩერი შეეძინათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული