Thumbnail

ნახეთ: Metallica-ს წევრებმა მოსკოვში Кино-ს კომპოზიცია Группа крови შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჰევი მეტალ ჯგუფმა Metallica მოსკოვის ლუჟნიკის სტადიონზე გამართულ კონცერტზე ვიქტორ ცოის საკულტო ბენდის Кино სიმღერის Группа крови ქავერი შეასრულა. კომპოზიცია რუსულ ენაზე კოლექტივის ბასისტმა, რობერტ ტრუჰილომ იმღერა, რომელსაც აკომპანემენტს გიტარისტი, კირკ ჰემეტი უწევდა.

► "მეტალიკა" საბავშვო წიგნს The ABCs of Metallica გამოსცემს

► ნახეთ: Metallica-მ ბერლინში Rammstein-ის კომპოზიცია Engel შეასრულა

Группа крови "კინოს" ამავე სახელწოდების, რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომში შედის, რომელიც გაყიდვაში 1988 წელს ჩაეშვა.

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული