Thumbnail

ნახეთ: Lil Uzi Vert დაცვის წევრებს Gunna-ს ფანი ეგონათ და სცენიდან ჩაჰყავდათ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ფინეთში გამართულ Weekend Festival-ზე, ახალგაზრდა ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტის, Gunna-ს კონცერტში მონაწილეობა ფილადელფიელ რეპერს, Lil Uzi Vert-ს უნდა მიეღო, თუმცა, მუსიკოსი განას პირად დაცვას რიგით მსმენელში აერია და მისი სცენიდან ჩაყვანა სცადეს. გაკვირვებული ლილ უზი ვერტი საბოლოოდ თავად განამ იხსნა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

► ნახეთ: Lil Uzi Vert კლიპს Sanguine Paradise ავრცელებს 

► ნახეთ: Lil Uzi Vert კომპოზიციის That’s a Rack ვიდეოკლიპს ავრცელებს 

► ნახეთ: Lil Uzi Vert - Free Uzi 

View this post on Instagram

They thought @liluzivert was a fan🤯

A post shared by Loading... 🎶 (@madboiali) on

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო და დღეისთვის ერთადერთი სტუდიური ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული