Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიში MCM-ის ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბილი აილიში გერმანული ბრენდის, MCM-ის ახალი კამპანიის სახეა. 17 წლის მუსიკოსი გრემის ნომინანტ არტისტ Childish Major-თან ერთად აქსესუარების 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის სარეკლამო ფოტოსესიაში მონაწილეობს. შემსრულებლები ფოტოგრაფ ლი ქოლომბოს ობიექტივში მოხვდნენ.

► ნახეთ: ბილი აილიში ავსტრალიური Vogue-ის ფოტოსესიაში

► მოუსმინეთ: Bad Guy ბილი აილიშისა და ჯასტინ ბიბერის შესრულებით

ფოტოსესიის პარალელურად, კომპანიამ ვიდეოც გაავრცელა, რომელსაც ბილი აილიშის სიმღერა Bury a Friend ადევს ფონად. 

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული