Thumbnail

ჰიუსტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ემეკვანემ ბიოსამ, სასცენო სახელით Maxo Kream, გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Brandon Banks ჩაუშვა. გთავაზობთ სამხრეთელი შემსრულებლის სტუდიური ნამუშევრის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციას 3 AM, რომელშიც პოპულარული კალიფორნიელი რეპერი ScHoolboy Q მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი კი ცნობილი მუსიკოსი Mike Dean გახლავთ.

► მოუსმინეთ: Maxo Kream სადებიუტო ალბომს Brandon Banks ავრცელებს 

► ნახეთ: Maxo Kream - Still 

მექსომ მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. რეპერი არჩევანს ჰიპ ჰოპის ქვემიმდინარეობაზე, დრილზე აკეთებს. ჰიუსტონელი არტისტი უკვე რამდენიმე წელია, იატაკქვეშეთში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ 2018 წლის სტუდიური ჩანაწერით Punken გაიცნო. შემსრულებლის ცნობილი კომპოზიციებია: Grannies, G3, ROACHES, FETTI, Big Homies, Meet Again და სხვა. 2019 წელს რეპერმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Brandon Banks ჩაუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული