Thumbnail

23 გრემის მფლობელმა პოპვარსკვლავმა, ბიონსემ 19 ივლისს გაყიდვაში ანიმაციური ფილმის The Lion King რიმეიქის საუნდტრეკების ალბომი ჩაუშვა. გთავაზობთ სტუდიური ნამუშევრის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციას NILE, რომელშიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის წამყვანი არტისტი, ქენდრიქ ლამარი მონაწილეობს. ეს მუსიკოსების მეორე კოლაბორაციული ტრეკია. მათ პირველად 2016 წელს, ჩანაწერზე FREEDOM ითანამშრომლეს, რომელიც ბიონსეს ალბომში Lemonade შევიდა.

► მოუსმინეთ: Beyoncé-მ ალბომი The Lion King: The Gift გაავრცელა 

► ნახეთ: Beyoncé-ს ახალ კლიპში Spirit მისი შვილი, ბლუ აივი მონაწილეობს 


ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 23 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული