Thumbnail

პოპვარსკვლავმა ბიონსემ ანიმაციური ფილმის The Lion King რიმეიქის საუნდტრეკების ალბომი The Lion King: The Gift გაავრცელა. 27-ტრეკიანი სტუდიური ჩანაწერიდან მსმენელთა განსაკუთრებული ყურადღება კომპოზიციამ MOOD 4 EVA დაიმსახურა, რადგან მასში ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი Jay-Z და თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მუსიკოსი Childish Gambino მონაწილეობენ. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი ცნობილი პროდიუსერი Just Blaze გახლავთ.

► მოუსმინეთ: Beyoncé-მ ალბომი The Lion King: The Gift გაავრცელა 

► ნახეთ: Beyoncé-ს ახალ კლიპში Spirit მისი შვილი, ბლუ აივი მონაწილეობს 


ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 23 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული