Thumbnail

მოუსმინეთ: Eminem ქანვეის კომპოზიციაში Bang მონაწილეობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ანდრეგრაუნდ ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიმონდ ფრაისმა, სასცენო სახელით Conway, ახალი ტრეკი Band გამოაქვეყნა. ნიუ იორკელი რეპერის კომპოზიციაში მისი ეპოქალური კოლეგა, დეტროიტელი Eminem მონაწილეობს. ჩანაწერი ქანვეის ალბომში God Don’t Make Mistakes არის წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: Eminem და 50 Cent ედ შირანის ახალ ტრეკში Remember The Name 

დიმონდი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2000-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 2012 წელს რეპერი თავისა და ყელის არეში დაჭრეს, რაც მის მეტყველების უნარზე აისახა. თუმცა, შემთხვევა ქანვეიმ სათავისოდ გამოიყენა და დღეს ის ერთ-ერთი გამორჩეული ფლოუს ავტორია. 2017 წელს შემსრულებელი ლეგენდარული ემინემის მიერ დაარსებული ლეიბლის წევრი Shady Records გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული