Thumbnail

მოუსმინეთ: Iggy Azalea ახალ ალბომს In My Defense აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ამეთისთ ქელი, ფსევდონიმით Iggy Azalea, მსმენელს ხუთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ახალი ალბომით In My Defense დაუბრუნდა. ავსტრალიელი მუსიკოსის რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი 11 კომპოზიციას აერთიანებს. ჩანაწერზე მუშაობისას იგიმ ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Juicy J, Lil Yachty და Kash Doll.

► ნახეთ: Iggy Azalea - Started 

► ნახეთ: Iggy Azalea - Sally Walker 


იგი აზელიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. არტისტის მუსიკალური ნიჭი ვეტერანმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, თიაიმ შეამჩნია და ავტრალიელი მუსიკოსი საკუთარ ლეიბლში Grand Hustle გააწევრიანა. 2014 წელს გაყიდვაში იგის სადებიუტო ალბომი The New Classic ჩაეშვა, რომელმაც ოქროს სტატუსი მალევე მოიპოვა. იმავე წელს შემსრულებელი პირველი არაამერიკელი ქალი არტისტი გახდა, რომლის ნამუშევარმაც ბილბორდის არენბი/ჰიპ ჰოპ ალბომების ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული