Thumbnail

მოუსმინეთ: Maxo Kream სადებიუტო ალბომს Brandon Banks ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, შონ კარტერის, იგივე Jay-Z-ის მიერ დაფუძნებული ლეიბლის Roc Nation ახალმა წევრმა, ჰიუსტონელმა რეპერმა ემეკვანემ ბიოსამ, სასცენო სახელით Maxo Kream, სადებიუტო ალბომი Brandon Banks გაავრცელა. 15-ტრეკიან სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობისას მექსომ ისეთ პოპულარულ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: ASAP Ferg, ScHoolboy Q, Travis Scott და სხვა. ალბომის ერთ-ერთი პროდიუსერი კი ჟანრის გამორჩეული მუსიკოსი Mike Dean გახლავთ.

► ნახეთ: Maxo Kream - Still 


მექსომ მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. რეპერი არჩევანს ჰიპ ჰოპის ქვემიმდინარეობაზე, დრილზე აკეთებს. ჰიუსტონელი არტისტი უკვე რამდენიმე წელია, იატაკქვეშეთში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ 2018 წლის ალბომით Punken გაიცნო. შემსრულებლის ცნობილი კომპოზიციებია: Grannies, G3, ROACHES, FETTI, Big Homies, Meet Again და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული