Thumbnail

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი დერქ ბენქსი, ფსევდონიმით Lil Durk, მსმენელს ახალი კომპოზიციით Bougie დაუბრუნდა. ახალგაზრდა რეპერის ჩანაწერში მისი პოპულარული ფილადელფიელი კოლეგა Meek Mill მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი ცნობილი მუსიკოსი Jahlil Beats გახლავთ. 

► ნახეთ: Lil Durk-მა და ტიანა ტეილორმა ტრეკზე Home Body კლიპი გადაიღეს 

► მოუსმინეთ: Future Feat. Lil Durk - Spin The Block

დერქ ბენქსმა მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. არტისტმა სადებიუტო ალბომი Remember My Name გაავრცელა. შემსრულებელს ამ დრომდე 3 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. სოლო შემოქმედების პარალელურად, დერქი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Only The Family ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული