Thumbnail

მაიამელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გაზი გარსიამ, ფსევდონიმით Lil Pump, ახალი კომპოზიცია Pose To Do გამოაქვეყნა. ჩანაწერში ახალგაზრდა რეპერის პოპულარული კოლეგები, ნიუ იორკელი შემსრულებელი French Montana და ატლანტელი Quavo მონაწილეობენ. ტრეკი ლილ ფამფის მომავალი ალბომის What I'm Supposed To Do ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: Lil Pump-მა სახეზე ახალი ტატუ გაიკეთა 

► მოუსმინეთ: XXXTentacion & Lil Pump - Arms Around You Ft. Swae Lee & Maluma 

► ნახეთ: Lil Pump-მა 250,000 დოლარის ღირებულების გრილები შეიძინა 

ლილ ფამფმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Lil Pump ჩაუშვა. ნამუშევრის მთავარი ტრეკი სამმაგი პლატინის სტატუსის მქონე სინგლი Gucci Gang გახლავთ. 2019 წლის თებერვალში მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Harverd Dropout გამოაქვეყნა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული