Thumbnail

ნახეთ: Ellie Goulding და Juice WRLD ახალ კლიპს Hate Me ავრცელებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელი გოლდინგმა და ჩიკაგოელმა რეპერმა ჯარად ჰიგინსმა, ფსევდონიმით Juice WRLD, ერთობლივ სიმღერაზე Hate Me გადაღებული კლიპი გაავრცელეს. 

► ნახეთ: Ellie Goulding - Flux

► მოუსმინეთ: Juice WRLD - RUN

ელი გოლდინგმა შემოქმედებითი კარიერა 2009 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Lights გამოსცა. 2015 წელს მან სიმღერისთვის Love Me like You Do გრემის ჯილდო მოიპოვა.

ხოლო ჰიგინსი ფართო საზოგადოებამ 2017 წლის სადებიუტო მიქსტეიპით "9 9 9" გაიცნო. 2018 წელს კი რეპერმა გაყიდვაში პირველი ალბომი Goodbye & Good Riddance ჩაუშვა. სტუდიური ჩანაწერის მთავარი სინგლი პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Lucid Dreams გახლავთ.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული