Thumbnail

ინგლისელმა ელექტრონულმა არტისტმა, ჯონ ჰოპკინსმა საკუთარი კომპოზიციის Emerald Rush რემიქსი გაავრცელა. ტრეკის განახლებული ვერსია გერმანელ დიჯეის, Solomun-ს ეკუთვნის.

ტრეკის ორიგინალი ჩანაწერი ჰოპკინსის ბოლო ალბომში Singularity შედის, რომელიც პროდიუსერმა შარშან გამოუშვა.

ჯონ ჰოპკინსმა კარიერა 2001 წელს დაიწყო. თავის დროზე მუსიკოსი ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: ბრაიან ინო, Coldplay და Bonobo. ჰოპკინს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეოთხე სტუდიურმა ალბომმა Immunity მოუტანა, რომელიც ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა. მისი შემოქმედება ემბიენთ ტექნოს, ელექტროსა და IDM-ს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული