Thumbnail

ნახეთ: ტრევის სკოტმა და ედ შირანმა ლონდონში კომპოზიცია Antisocial შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ჰიუსტონელმა რეპერმა, ტრევის სკოტმა ლონდონში გამართულ კონცერტზე ბრიტანელ პოპვარსკვლავთან, ედ შირანთან ერთად კომპოზიცია Antisocial შეასრულა. სინგლი შირანის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში No.6 Collaborations Project შედის, რომელიც გაყიდვაში 12 ივლისს ჩაეშვა.

► ნახეთ: Ed Sheeran - Antisocial Ft. Travis Scott

► მოუსმინეთ: Ed Sheeran-ის ალბომი No.6 Collaborations Project გავრცელდა

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთი წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.

ედ შირანმა მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 150 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოპოვებული. მისმა კომპოზიციამ Shape of You იუთუბზე 4 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული