Thumbnail

ნახეთ: Offset-მა და Cardi B-მ ჯიმი კიმელის შოუში ტრეკი Clout შეასრულეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვარსკვლავური წყვილი, პოპულარული ატლანტელი რეპერი Offset და გრემის მფლობელი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B ჯიმი კიმელის ცნობილ გადაცემას ესტუმრნენ. კოლეგებმა სატელევიზიო შოუს მუსიკალურ ნაწილში კომპოზიცია Clout შეასრულეს. ჩანაწერი ოფსეთის სადებიუტო ალბომის Father Of 4 ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: Cardi B-სა და Offset-ს 1 წლის შვილის დაბადების დღე $400,000 დაუჯდათ 

► ნახეთ: Offset და Cardi B ვიდეორგოლს Clout ავრცელებენ 

► ნახეთ: რეპერი Offset მამამისს 23 წლის შემდეგ პირველად შეხვდა 

აღსანიშნავია, რომ წყვილი 2017 წელს დაქორწინდა. მათ შარშან საერთო შვილი, ქალჩერი შეეძინათ.

ოფსეთმა შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პოპულარობა ჯგუფ "მიგოსში" მოღვაწეობით მოიპოვა. შარშან არტისტმა თაყვანისცემლებს კოლაბორაციული ალბომი Without Warning შესთავაზა, რომელიც რეპერ 21 Savage-თან და პროდიუსერ Metro Boomin-თან ერთადაა ჩაწერილი. 2019 წლის 22 თებერვალს მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ნამუშევარი Father Of 4 გაავრცელა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული