Thumbnail

ამერიკაში დირექტორი, რომელიც 4300 თანამშრომელს 2Pac-ის ტექსტებს სწერდა, გაათავისუფლეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

აიოვას შტატის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, 66 წლის ჯერი ფოქსოვენი თანამშრომლებისთვის თავისი საყვარელი ჰიპ ჰოპ არტისტის, 2Pac-ის კომპოზიციების ტექსტების გაგზავნის გამო გაათავისუფლეს. ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსის ფრაზები მან 4,300 საჯარო მოხელეს სამსახურებრივი ელ-ფოსტის საშუალებით მისწერა.

► ნახეთ: 2Pac-ის პატიმრობის მოწმობა აუქციონზე გაიყიდება

► 2Pac-ის წერილი, რომელშიც მადონას დაშორების მიზეზს უხსნის, აუქციონზე გაიყიდება

ტექსტების გაგზავნის გარდა, ფოქსოვენი თანამშრომლებს სთხოვდა, მუსიკოსის დაბადების დღესთან დაკავშირებით მისი თითო კომპოზიცია მაინც მოესმინათ. ამასთან, მამაკაცი ოფისში "თუფაქის პარასკევებს" მართავდა და სტუმრებს რეპერის შთაგონებით დამზადებული ორცხობილებით უმასპინძლდებოდა, მაგალითად, ზოგიერთ ნამცხვარს არტისტთან დაკავშირებული ტერმინი Thug life ეწერა.

ჯერი ფოქსოვენი დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას 2 წლის განმავლობაში იკავებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული