Thumbnail

ნახეთ: პატიმრობაში მყოფი YNW Melly-ს ვიდეორგოლი City Girls გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პატიმრობაში მყოფი ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯემელ დემონსის, სასცენო სახელით YNW, კომპოზიციაზე City Girls გადაღებული ვიდეორგოლი გამოქვეყნდა. კლიპში მუსიკოსს მისივე თოჯინა განასახიერებს. ტრეკი რეპერის 2019 წლის მიქსტეიპის We All Shine სინგლია.

► 19 წლის რეპერი YNW Melly შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ 

► ნახეთ: YNW Melly ვიდეორგოლს Mama Cry ავრცელებს 

► ნახეთ: YNW Melly - Mixed Personalities Ft. Kanye West 

20 წლის YNW Melly მიმდინარე წლის თებერვალში ორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

კრიმინალური წარსულის მქონე რეპერმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2018 წლის სადებიუტო მიქსტეიპით I Am You გაიცნო. ნამუშევრის წამყვანმა კომპოზიციამ Murder On My Mind მსმენელის მოწონება მალევე დაიმსახურა. ტრეკმა ოქროს სტატუსიც მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ, მელიმ რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი We All Shine გაავრცელა, რომელშიც ლეგენდარული კოლეგის, ქანიე ვესთის მონაწილეობით შექმნილი ტრეკი Mixed Personalities შევიდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული