Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. KHIDI G2: Boyd Schidt | Jorjick

26 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს G2 დიჯეისა და პროდიუსერს, ლეონ ლოლიშვილს პროექტით Boyd Schidt მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერი Jorjick წარდგება. 

4. UP2U BATUMI : Stefan Biniak | A2K

26 ივლისი (პარასკევი)

26 ივლისს ბათუმს ცნობილი გერმანელი დიჯეი Stefan Biniak ეწვევა. მუსიკოსი კლუბ UP2U-ში დაუკრავს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტი A2K წარდგება. 

3. BASSIANI / HOROOM: სეზონის დახურვა

26 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" სეზონის დახურვის ღონისძიებაზე ამერიკელ დიჯეისა და პროდიუსერს, DVS1-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე კლუბის ქართველი რეზიდენტები Zitto და Kancheli წარდგებიან. "ჰორუმის" ოთახში კი Zesknel, Kvanchi და Mercurrio დაუკრავენ. 

2. eZo Festival 2019 After Party

26 ივლისი (პარასკევი)

26 ივლისს eZo Festival-ის After Party გაიმართება. მთაწმინდის ფერდობზე შეკრებილი მსმენელების წინაშე ქართველი არტისტები Frankie BeatnikDr. Emmett Brown, Ako Von UntenRATI, Levi Love Disco და სხვები წარდგებიან. 

1. Mtkvarze: სეზონის დახურვა

27 ივლისი (შაბათი)

შაბათს "მტკვარზე" სეზონის დახურვის ღონისძიებაზე ბერლინელ არტისტებს Evan Baggs-სა და Gene On Earth-ს მასპინძლობს. მათთან ერთად კლუბის მთავარ სცენას ქართველი დიჯეი Ika დაიკავებს. პატარა ოთახში კი მსმენელთა წინაშე Bero და Oimactta წარდგებიან.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული