Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი, Cardi B და Lizzo ფილმის Hustlers თრეილერში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკულმა კომპანიამ STX Entertainment რეჟისორ ლოურენ სკაფარის ნამუშევრის Hustlers პირველი თრეილერი გაავრცელა. კინოსურათში ცნობილი მომღერალი ჯენიფერ ლოპესი, ასევე, ჰიპ ჰოპ არტისტები Cardi B და Lizzo მონაწილეობენ. მუსიკოსები სტრიპტიზის მოცეკვავეებს ასახიერებენ. ფილმის პრემიერა 13 სექტემბერს შედგება.

► ნახეთ: Cardi B და Jennifer Lopez ახალ ფილმში სტრიპტიზის მოცეკვავეებს ასახიერებენ

კინოსურათი სტრიპტიზის მოცეკვავეებისა და უოლ-სტრიტელი ბიზნესმენების ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. მასში ასევე მსახიობები: კონსტანს ვუ, ლილი რაინჰარტი, კიკი პალმერი და ჯულია სტაილზი მონაწილეობენ. ფილმი გამოცემა New York Magazine-ის სტატიას The Hustlers at Scores ეფუძნება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული