Thumbnail

მოუსმინეთ: Fever Ray-მ კომპოზიციის I'm Not Done ორი ვერსია გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

შვედმა მუსიკოსმა, კარინ დრეიერმა პროექტ Fever Ray-ს ფარგლებში კომპოზიციის I'm Not Done რემიქს და ლაივ ვერსიები გაავრცელა. ცოცხალი შესრულების ჩანაწერი არტისტის ლაივ ალბომში Live at Troxy შევა, რომელიც გაყიდვაში 2 აგვისტოს ჩაეშვება.

პროექტი Fever Ray კარინ დრეიერმა 2009 წელს შექმნა. ამავე წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი გაავრცელა. 2017 წელს კი მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Plunge გამოსცა. დრეიერს პოპულარობა კომპოზიციებმა If I Had A Heart, When I Grow Up და Keep The Streets Empty For Me მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული