Thumbnail

BTS-ს საუდის არაბეთში დაგეგმილი კონცერტის გაუქმებისკენ მოუწოდებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული კეიპოპ ჯგუფი BTS, მსოფლიო ტურნეს Love Yourself: Speak Yourself ფარგლებში, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს საუდის არაბეთში, მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონზე აპირებს კონცერტის გამართვას, რასაც სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების კრიტიკის გამო ცოტა ხნის წინ ქალაქ ჯიდაში დაგეგმილი შოუს გაუქმება მოუწია რეპერ ნიკი მინაჟს.

► კრიტიკის შემდეგ, Nicki Minaj-მა საუდის არაბეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

► BTS მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბოიბენდია

► ნახეთ: BTS-ის ახალი საკონცერტო ფილმის Bring the Soul: The Movie თრეილერი

"BTS-ის წევრები, რომლებიც გაეროს კეთილი ნების ელჩები არიან, კონცერტს მართავენ საუდის არაბეთში? ქვეყანაში, სადაც ყველაზე ცუდი ვითარებაა ადამიანის უფლებების კუთხით? სადაც ლგბტქ ადამიანებს სიკვდილით სჯიან, ქალების უფლებები კი არ არსებობს?", - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

"ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, რომელიც შეურაცხყოფს არაბ ქალებს, ლგბტ თემს და ჯგუფის მუსლიმ თაყვანისმცემლებს. ნუთუ ეს წინააღმდეგობაში არ მოდის BTS-ის გზავნილთან - გიყვარდეს შენი თავი".

ინტერნეტში კამპანიაც წამოიწყეს ჰეშთეგით #BTSdontGo.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული